იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით!!!
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ჩვენი სკოლა თამბაქოს გარეშე.
პროექტის აქტუალობა: პროდუქტი დაეხმარება მოზარდებს რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასახული მიზნის მისაღწევად.
პროექტის მიზნები: პრობლემის გადაჭრის, ანალიზის, სინთეზისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება; პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების შეთანხმება; აქტიური მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 11–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 7–10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეილება შეიქმნას: ჩვენ პროექტის წარმატებით განხორციელებას შეიძლება მოყვეს სასურველი შედეგი, რომლებსაც დავყოფთ:
ა) რაოდენობრივი მაჩვენებლებით.
ბ) თვისობრივი მაჩვენებლებით.
ასევე, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი როგორ გავლენას იქონიებს სფეროზე, საზოგადოებაზე, ოჯახზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: შემსრულებელი, პარტნიორები, მასალები. (ტაბულა, ცხრილები).
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პირველ რიგში ჩვენი პროექტის განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვას:
1) ,,როგორ’’_როგორ განვახორციელებთ ჩვენი პროექტის ამოცანებს?
2) ,,ვინ’’_ ვინ მონაწილეობს ჩვენი პროექტის განხორციელებაში და რა არის მათი ფუნქციები პროექტში?
ა) დავსახოდ სამოქალაქო გეგმა.
ბ) ჯგუფის წევრებს შორის გავანაწილოდ ფუნქციები, მათი შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით.
გ) გავაფრთხილოდ რომ პროექტის განხორციელებისას ნებისმიერი მათი მოქმედება არ უნდა იყოს რომელიმე ადამიანის პირადი ღირსების შემლახველი, (მაგ. მწეველის ცუდ მაგალითად დასახელება, უნიათობაში ან თამაქოს რეალიზაციაში პიროვნული დადანაშაულება და ა. შ.)
დ) გავითვალისწინოდ კონსულტაციები სკოლის თანამშრომლებთან (მაგ. ბიოლოგიის, სპორტის, სახვითი ხელოვნების მასწავლებლებთან, ექიმთან, ფსიქოლოგებთან და ა. შ.) ასევე სოფელში მცხოვრებ კომპეტენტურ პირებთან.
ე) სწორად დავგეგმოთ ანტინიკოტინური ღონისძიებები. უმჯობესია თუ ასეთ ღონისძიებებს შაბატ–კვირას ან საერთაშორისო დღეს (31 მარტი – თამბაქოს საწინააღმდეგო ან 7 აპრილი – ჯანმრთელობის დაცვის დღეს ).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, სპორტი, სახვითი ხელოვნება, შრომითი სწავლება.
პროექტის ხელმძღვანელი: მიხეილ ჩხაიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mishikochxaidze@gmeil.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: mishikochxaidze.blogspot.com